თუ იაფ სტამბოლი
ავერსი შნაიდერი
ამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ მათ აქციაზე მივიდნენ. მისი თქმით, ასე შეახსენებნ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის "მათი დღე".
 
"ჩვენ ახლა დავიძრებით თავისუფლების მოედნისკენ, იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე და მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას იქიდან, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდნენ იმ აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ. ერთხელ და სამუდამოდ შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლებისა და ნამდვილი დამოუკიდებლობის ფასი, არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი", -  აღნიშნა აქტივისტმა.
 
მეორე დღეა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. 23 მაისს აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვებიც გაშალეს. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე პროტესტის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე მოთხოვნები გააჟღერა და მათ შესასრულებად ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მან დედაქალის პარალიზება დააანონსა.
 
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:
 
გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
 
გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
 
გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
 
თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა
1208