jan-medi
ავერსი ART WINDOWS

დრამატურგიის საავტორო ფესტივალი 2023 - დამოუკიდებელი საქართველოს დრამატურგია - ქართველი ავტორები 25 და 26 ნოემბერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში 16:00-19:00 საათზე გაიმართება.
 
მაყურებელი იხილავს ქართული დრამატურგიის 30 -წლიან პანორამას და გაეცნობა10 დრამატურგის შემოქმედების.
მაყურებელი დაეწრება ავტორთა პიესების თეატრალურ წაკითხვას და 10 ცნობილ ქართველ დრამატურგს პირადად გაიცნობს.
 
თეატრმცოდნეები და მკვლევრები ისაუბრებენ 30 წლის მანძილზე ქართული დრამატურგიის დინამიკაზე, პრობლემებზე, სტილზე, პერსონაჟებზე, სიუჟეტზე და ა.შ.
 
ფესტივალის ყოველი დღის ბოლოს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა დრამატურგებთან, გაგიმასპინძლდებით ფურშეტი, რომელზეც მაყურებელი შეძლებს ბოკალით ხელში ჩაუღრმავდეს მისთვის საინტერესო თემას, ესაუბროს უშუალოდ ავტორებსა და სხვა მონაწილეებს.
 
ფესტივალის მეორე დღეს - 26 ნოემბერს ესეების კონკურსის გამარჯვებულის დაჯილ;დოვება გაიმართება, თემაზე - „რა შემატა ქართულ დრამატურგიას ბოლო 30 წელმა და რა არის უახლესი ქართული დრამატურგიის სათქმელი?“
 
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტ Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები.
 
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დასწრება თავისუფალია.
233