დღეიდან ნადირობის სეზონი იხსნება. შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებს ნადირობა, 10 ლარიანი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, 24 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე შეეძლებათ.
გასათვალისწინებელია, რომ ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ნადირობა აკრძალულია ყველა სხვა იარაღიდან, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფო), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.
ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულზე:
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/35115?fbclid=IwY2xjawEgOVhleHRuA2FlbQIxMAABHWd2NXDlblYOp57oaNCzii9ZbCBh_q9_sYj3CjylVb2a6-q9NLSgNLdkSw_aem_NM5oLTN7Z1E8evXl8qKD9w