საქართველოს ლეგენდების ნაკრები იტალიური „მილანის“ ლეგენდების წინააღმდეგ იასპარეზებს. მატჩის გამართვა დღეს ოფიციალურად გადაწყდა.
იტალიელი და ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 21 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.
შემადგენლობები ჯერ არ გარკვეულა, თუმცა ცნობილია რამდენიმე ლეგენდა, რომელებიც მატჩში მიიღებენ მონაწილეობას: მილანიდან კაფუ, დიდა, რივალდო, კაკა, ზეედორფი… საქართველოდან – ძმები არველაძეები, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე, დავით მუჯირი…
ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება.