Intelligence Capital Index (ICI) 2021 წლის "ყველაზე ჭკვიან" ქვეყნებს ასახელებს. მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული IQ ტესტების მონაცემებსა და სხვა არაერთ კვლევას ეყრდნობა.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოში IQ -ის ყველაზე მაღალი დონე -108 ქულა ჰონგ-კონგსა და სინგაპურშია. მათ 106 ქულით სამხრეთ კორეა მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ სიის პირველ ათეულში ძირითადად აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ლიდერობენ.
საქართველო 94 ქულით, რეიტინგში 43-ე ადგილზე მოხვდა.
Top-10 ქვეყანა, რომლის მოსახლეობასაც ყველაზე მაღალი IQ აქვს, ასე გამოიყურება:
ჰონგ-კონგი (108)
სინგაპური (108)
სამხრეთ კორეა (106)
ჩინეთი (105)
იაპონია (105)
ტაივანი (104)
იტალია (102)
შვეიცარია (101)
მონღოლეთი (101)
ისლანდია (101)
სიაში ბოლო ადგილებს მოზამბიკი, სენტ-ლუსია და ეკვატორული გვინეა იკავებენ.