2020 წელს საქართველოში ქორწინებისა და განქორწინების შემთხვევები შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, გასულ წელს ქვეყანაში ქორწინების 16 359 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი - 23 285 იყო.
რაც შეეხება განქორწინების სტატისტიკას, გასულ წელს 7 643 განქორწინების შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წლის მონაცემით კი, ქვეყანაში 11 205 განქორწინება დარეგისტრირდა.