უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებიტ, უკრაინული ძალები რუს ჯარებს დამანგრეველ ზიანს აყენებენ. ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
,,ჩვენი მამაცი დამცველები აგრძელებენ რუსული ჯარებისთვის დამანგრეველი ზარალის მიყენებას. სულ მალე, ჩამოგდებული ვერტმნფრენების რაოდენობა, ასობით ერთეულს მიაღწევს. მათ უკვე დაკარგეს 80 საბრძოლო თვითმფრინავი, ასობით ტანკი და სხვა ერთეული აღჭურვილობა. 19 დღეში, რუსულმა არმიამ უკრაინაში უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთში, ორ სისხლიან და მრავალწლიან ომში. რისთვის?", - განაცხადა ზელენსკიმ