18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება.
„ძირითადი თემა იყო „სინოფარმი“. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის გაიხსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველია არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ უსაფრთხოა“, - აცხადებს ტიკარაძე.