16 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 334 199 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 126 171 ადამიანი.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეები უნდა ეწვიონ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკონ ნომერზე 15 22.
შეგახსენებთ: საქართველოში იმუნიზაცია 4 ვაქცინით მიმდინარეობს - "ასტრაზენეკა", "ფაიზერი", "სინოფარმი" და "სინოვაკი".