15 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 336 951 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 240 965 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 43.2%-ია.
ამასთან, სრულად აცრილია 1 058 106 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 36.9%;
NCDC-ს ცნობით, ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 37 017 ადამიანს, ხოლო 14 დეკემბერს აიცრა 10 981 ადამიანი.
იმუნიზაცია სამი ვაქცინით მიმდინარეობს: "სინოფარმი", "სინოვაკი" და "ფაიზერი.