2022 წლის გეგმით, რომელიც დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა და მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, ბავშვთა ასაკისთვის განკუთვნილი ვაქცინებიცაა გათვალისწინებული.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა და ამ მიმართულებით მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„12 წლის ზემოთ ისედაც მიმდინარეობს. 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა. ეს ვაქცინაც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკება მწარმოებლებთან. წამახალისებელი ღონისძიებები კვლავაც მიმართული იქნება მაღალი ასაკის მოსახლეობისკენ. მუშაობს წამახალისებელი ღონისძიებები, როგორც ბუსტერდოზის, ასევე პირველი აცრების თვალსაზრისით. ჯერჯერობით ეს კომპონენტი გრძელდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.