დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 632 527 აცრა.
ამასთან, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 312 746 ადამიანი, 18 ასაკის მოსახლეობის 45.7%; სრულად ვაქცინირებულია 1 199 306 ადამიანი , 18 ასაკის მოსახლეობის 41.8%;
გარდა ამისა, ბუსტერ დოზით აცრილია 118 480 პირი.
NCDC-ს ცნობით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 670(2.07%) სრულად აცრილია - 2 504 (1.41%); 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 271 (15.13%) სრულად აცრილია-10 689 (13,18%), ხოლო 18 იანვარს ჩატარდა 9 340 აცრა.
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge; ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.