12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17.72% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია - 27.4%, ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში - 15.8% დაფიქსირდა.