11 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიება გაიმართება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშრებით. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.
მედიას გთხოვთ, მობრძანდეთ 16:00 საათიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში და თან აუცილებლად იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტები.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.