საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 ოქტომბერს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ123-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემების მიმდინარე ინსპექტირების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 11 ოქტომბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.