jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის გსნცხადებით, რუსეთი უკრაინის ფარული დესტაბილიზებიდან ღია სამხედრო ქმედებებზე გადავიდა. ალიანსი კი ვალდებულია დაიცვას მოკავშირეები ესკალაციისგან.
 
 
"ახლა მოსკოვი უკრაინის ფარული დესტაბილიზაციის მცდელობებიდან ღია სამხედრო ქმედებებზე გადავიდა. ეს რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაცია და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
 
NATO მიზანმიმართული და ერთიანია თავის გადაწყვეტილებაში, დაიცვას ყველა მოკავშირე. ბოლო კვირების განმავლობაში მოკავშირეებმა კიდევ ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და კიდევ უფრო მეტი რეზერვშია. ჩვენ 100-ზე მეტი თვითმფრინავი გვყავს საბრძოლო მზადყოფნაში, მოკავშირეების 120-ზე მეტი ხომალდია ზღვაში უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ალიანს აგრესიისგან დაიცავს," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
 
 
 
1473