შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგშია აღნიშნული.
2026 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად, მცირედით, 0.2%-ით შემცირდა.
ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელთან მოლაპარაკებები განცალკევებულია ნებისმიერი სხვა მოლაპარაკებისგან, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, სსფ-ის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს.
2026 წლის პირველ კვარტალში 23 კომპანიაში 55 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.
ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ტანკერს ცეცხლი გაუხსნა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
მიხეილ გოგოლიძემ, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან დაური ისმაილოვთან ერთად, იალღუჯის ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხის მიმდინარე მდგომარეობა ადგილზე შეაფასა და ობიექტის შემდგომი მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა ესპანურმა კომპანიამ Aqualia საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და 2026 წლის Global Water Awards-ის ორი პრესტიჟული ნომინაციის ფინალისტი გახდა.