ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია „Swirl Wine Group” განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს.
საქართველოში ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესი საქართველოს შესახებ რეკომენდაციების მიღების შემდეგ ავრცელებს.
სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც მაღალია და მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება - გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წელის ანგარიშშია აღნიშნული.
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.
სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 4-მა კომპანიამ გამოთქვა.
თურქეთის დასავლეთ პროვინცია მუღლასთან გასაბერი ნავი ჩაიძირა, რომლითაც მიგრანტები გადაჰყავდათ, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს.
ირანმა კატარის ტერიტორიულ წყლებში ნავთობტანკერს დაარტყა, - ინფორმაციას კატარის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა.