
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და 4 ბარიერგადალახული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაგან 3 პოლიტიკური გაერთიანების წევრებს დღეს ქართული ოცნების ერთ პარტიულმა პარლამენტმა უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.

ბოლო 1 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად 226 460 ღერი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 898 ფაქტი გამოვლინდა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება 82 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტმა 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა, – ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რადიო თავისუფლების [RFE/RL] ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას 13 თებერვალს უყრის კენჭს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ესპანეთში მიმდინარე საავიაციო ფორუმ Connect 2025-ის ძირითად პანელზე სიტყვით გამოვიდა.

თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.