
არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება ძვირდება. როგორც ირკვევა ტარიფი დღეს არსებული 0.86 ლარიდან 1.10 ლარამფე იზრდება. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დღეიდან იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი ქსელის, Fამილყ Mარტ-ის 16 ათასამდე მაღაზიაში ქართული კერძის - "შქმერულის" მზა ულუფები, ე.წ. ლანჩ-ბოქსები გაიყიდება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკვე ყოფილი პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე ადასტურებს, რომ ცესკოდან ოფიციალურად წავიდა, თან პირადი გადაწყვეტილებით.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორის დიმიტრი შავდიას განცხადებით, ჰოსპიტალი დააყაჩაღეს და წაღებულია თანხა. კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.