"ჩვენ საერთაშორისო სანქციებით ვმოქმედებთ", - ამის შესახებ "ბიზნესთაიმს" "თიბისი ბანკში" განუცხადეს. მათივე განმარტებით, ბანკი ამ დრომდე აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების შესაბამისად მოქმედებს.
"ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების, კერძოდ, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების შესაბამისად", - განაცხადეს "თიბისი ბანკში".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია.
ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.