სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპროდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღება მოხდა სამომხმარებლო სესხზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.
„სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. აღნიშნული ცვლილების გავლენის, გაანალიზებისა და საბანკო სექტორთან განხილვის შედეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის სამ წლამდე შემცირების თაობაზე. აღნიშნული ცვლილება შევა ძალაში 15 აგვისტოდან და ამ ეტაპზე ის ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა გვენეტაძემ.